Turkish Airlines–მა იძულებითი დაშვება განახორციელა

Turkish Airlines–მა იძულებითი დაშვება განახორციელა

ავიაკომპანია Turkish Airlines–ის ეარბუს A330- მა, რომელიც ნიუ-იორკიდან ანკარაში მიფრინავდა, კანადის ქალაქ გალიფაქსის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. 
უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა. თვითმფრინავში 256 ადამიანი იმყოფებოდა. აეროპორტში დაშვების შემდეგ ყველა მათგანის უსაფრთხო ევაკუაცია განხორციელდა. 
ამ დროისთვის სამართალდამცავები ძაღლების დახმარების თვითმფრინავს ამოწმებენ.