სირიიდან ბელგიაში დაბრუნებული 130 ისლამისტიდან 85 ბრიუსელის მოლენბეკის რაიონში ცხოვრობს

სირიიდან ბელგიაში დაბრუნებული 130 ისლამისტიდან 85 ბრიუსელის მოლენბეკის რაიონში ცხოვრობს

სირიიდან ბელგიაში დაბრუნებული 130 ისლამისტიდან 85 ბრიუსელის მოლენბეკის რაიონში ცხოვრობს. როგორც ბელგიური მედია იტყობინება, ამის შესახებ ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან იამბონმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლენბეკში, სადაც მეტწილად ემიგრანტები ცხოვრობენ, საჭიროა უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიღება.
ბრიუსელის მოლენბეკში პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებელი იბრაჰიმ აბდესლამი ცხოვრობდა, რომელმაც "ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზში თავი აიფეთქა. მისი ძმა, სალაჰ ამდესლამი, ბელგიამ და საფრანგეთმა ძებნაში გამოაცხადეს. სალაჰ აბდესლამის ახლობლები, რომლებიც მას პარიზიდან ბრიუსელში დაბრუნებაში დაეხმარნენ, 14 ნოემბერს მოლენბეკში დააკავეს.
მოლენბეკის რაიონში ცხოვრობდა პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდიც, რომლის ლიკვიდირებაც სამართალდამცველებმა 18 ნოემბერს, პარიზის სენ-დენის გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოახდინეს.