ბელგიის პროკურატურამ პარიზის ტერაქტებთან კავშირში მყოფი პირის დაკავების ორდერი გასცა

ბელგიის პროკურატურამ პარიზის ტერაქტებთან კავშირში მყოფი პირის დაკავების ორდერი გასცა

ბელგიის პროკურატურამ პარიზის ტერაქტებთან კავშირში მყოფი პირის დაკავების ორდერი გასცა. როგორც ადგილობრივი მედია, პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, მამაკაცი, რომლის ვინაობაც უცნობია, 130 ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობასა და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობაშია ბრალდებული.
როგორც ანონიმურმა წყაროებმა ბელგიელ ჟურნალისტებს განუცხადეს, აღნიშნული პირის ძმა ამჟამად სირიაში იმყოფება. ეჭვმიტანილი იცნობდა სალაჰ აბდესლამს, რომელიც პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ შემსრულებლად მიიჩნევა. ის ამჟამად ძებნაშია გამოცხადებული. 
ბოლო მონაცემებით, პარიზში, 13 ნოემბერს განხორციელებულ თავდასხმებს 130 ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა ტერაქტებზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.