ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე გამოცხადდა

ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე გამოცხადდა

ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე გამოცხადდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ბელგიის საფრთხეების ანალიზის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"სიტუაციის ანალიზმა გამოავლინა სერიოზული საფრთხე, რომელიც ითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებასა და მოსახლეობისთვის დეტალურ ინსტრუქციებს", - ნათქვამია განცხადებაში. ბელგიის ხელისუფლება არ აკონკრეტებს, თუ რა საფრთხეზეა საუბარი.
უსაფრთხოების გაძლირებული ზომების ფარგლებში, ხვალამდე დაიხურა ბრიუსელის მეტროპოლიტენი. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
ხელისუფლება დედაქალაქის მცხოვრებლებს ურჩევს, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან და მოუწოდებს, სამართალდამცავი ორგანოების განკარგულებები ზედმიწევნით შეასრულონ.