გაეროს უშიშროების საბჭომ ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ საფრანგეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურების შესახებ ერთხმად დაუჭირა მხარი. 
რეზოლუცია 2249-ით საფრანგეთი მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს, "ისლამურ სახელმწიფოსთან" და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის მიზნით "ყველა საჭირო ზომა მიიღონ".
დოკუმენტი ასევე გმობს ლიბანში, ტუნისსა და თურქეთში განხორციელებულ მასშტაბურ ტერაქტებს.
გაეროს უშიშროების საბჭო მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, "ამოძირკონ უსაფრთხო თავშესაფრები", რომელიც "ისლამურმა სახელმწიფომ" და სხვა დაჯგუფებებმა ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე შექმნეს. 
საბჭო ასევე მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს "გააორმაგონ ძალისხმევა და შეთანხმებულად იმოქმედონ ტერორისტული თავდასხმების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით".
რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოს 15-ივე წევრმა დაუჭირა მხარი.