ბარაკ ობამამ მალის დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო

ბარაკ ობამამ მალის დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო

მალის დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაგმო. როგორც მან განაცხადა, ამ შემთხვევამ კიდევ უფრო გააძლიერა აშშ-ის მზადყოფნა, "გამოუკლავდეს გამოწვევებს". 
ობამამ ასევე დაადასტურა, რომ ტერორისტების თავდასხმის შედეგად აშშ-ის მოქალაქე დაიღუპა, ხოლო მძევლების გათავისუფლების ოპერაციაში ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.
ათამდე ტერორისტი მალის დედაქალაქ ბამაკოში მდებარე "რედისონის" სასტუმროს გუშინ დაესხა თავს და 170 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოლო მონაცემებით, შტურმის დროს 19 ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა. 
პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ტერორისტულმა დაჯგუფება "ალ-მურაბითუნმა" აიღო.
თავდასხმის შემდეგ მალიში 10-დღით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.