საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი

საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი

საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ნილ სკოტმა ხელი მოაწერეს 2016-2020 წლებში საქართველოსთან გაეროს თანამშრომლობის გეგმას მდგრადი განვითარებისთვის. 
თანამშრომლობის გეგმაში გაწერილია 2016-2020 წლებში საქართველოს მთავრობასთან გაეროს თანამშრომლობის ხუთი პრიოიტეტული მიმართულება - დემოკრატიული მმართველობა, დასაქმება, საარსებო პირობები და სოციალური დაცვა, განათლება, ჯანდაცვა და საზოგადოების უსაფრთხოება და სიცოცხლისუნარიანობა.
ხელმოწერას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.