თავისუფალი მედია საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა განუცხადა.
მისი თქმით, პლურალისტური გარემო იქნება უზრუნველმყოფი იმის, რომ არჩევნები იქნება სანდო.
"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით აღვნიშნავ კვლავ იმას, რაც თქვენთვის არაერთხელ გვითქვამს და ეს პოზიცია თქვენთვის ცნობილია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და საქართველოში მომდევნო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტია თავისუფალი მედია. პლურალისტური გარემო, რომელსაც ჩვენ ვემხრობით, იქნება უზრუნველმყოფი იმისა, რომ არჩევნები იყოს სანდო და ჩაითვალოს სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებულად", - განაცხადა ბრინკმა.