საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, საარჩევნო გარემო, სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და მედიის საკითხები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის განსახილველ თემებს შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და კონფლიქტისპირა რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები იყო.