როგორც საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, 2016 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი თბილისის მერიას შემდგომი კორექტირებისთვის დაუბრუნდება.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტის, თბილისის მერიისთვის დაბრუნების თაობაზე განიხილეს, რასაც საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სხდომის დაწყებისას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ თბილისის მერის დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების დაყენების საკითხზე ისაუბრა, რაზეც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უპასუხეს, რომ იმპიჩმენტის საკითხი ნარმანიასთან მიმართებაში არ დადგება და არც 2016 წლის ბიუჯეტი არ ჩავარდება.
მერიამ კორექტირებული ბიუჯეტის ბროექტი საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნოს.