საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პაატა ბურჭულაძესთან არანაირი პოლიტიკური სახის კონსულტაციები არ ჰქონია.
"რამდენიმე თვის წინ მისი ფონდის ოფისს ვესტუმრე, სადაც ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა წმინდა ჰუმანიტარულ საკითხებზე. მას ჰქონდა საინტერესო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ როგორ შეიძლება სახელმწიფო სხვადასხვა კონფლიქტებში დაზარალებულ ხალხს დაეხმაროს. მასთან სხვა რაიმე საუბარი არ მქონია და მას ჩემთან არ ჰქონია. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს - არჩევნები ახლოვდება და ეს ამ ყველაფერზე მიანიშნებს მხოლოდ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
პაატა ბურჭულაძე დღეს, მისი მიერვე დაფუძნებული "საქართველოს განვითარების ფონდის" წარმომადგენლებს შევხდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვაზე – ქონდა თუ არა კონსულტაციები ირაკლი ალასანიასთან და ბიძინა ივანიშვილთან, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ "კონსულტაციები ყველასთან ჰქონდა.