"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები ირაკლი ალასანია, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი ცაგარეიშვილი ALDE-ს პრეზიდენტს სერ გრეჰემ უოტსონს შეხვდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ALDE-ს ყოველწლიური კონგრესის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მომდინარე მოვლენებზე, ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე, "ქვეყანაში არსებულ განწყობებსა და გართულებულ საერთაშორისო ვითარებაზე ისაუბრეს".
"თავისუფალი დემოკრატები" აქტიურად მუშაობენ ლიბერალ ევროპელ კოლეგებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რადგან მალე დასრულდეს ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი. "თავისუფალი დემოკრატების"" ლიდერებმა სერ გრეჰემ უოტსონს პარტიის სამომავლო გეგმები და ამოცანები გააცნეს", - აცხადებენ პარტიაში.