გერმანიის ქალაქ კიოლნში, ერთ-ერთ რესტორანში, ხუთმა დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევისას რესტორანში მყოფი 3 ადამიანი დაიჭრა, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცავთა თქმით, ხუთივე დამნაშავემ, რომლებმაც რესტორანს ცეცხლი გაუხსნა, მიმალვა მოახერხა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, რესტორანი სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილი იყო, თუმცა თავდასხმის დროს შიგნით სულ მცირე 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის დაწესებულების მეპატრონე.