საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის დროს განხილულ საკითხებს ვაშინგტონში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა

საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის დროს განხილულ საკითხებს ვაშინგტონში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტის და ბრიჯიტ ბრინკის შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, არჩევნებისთვის მზადების და ევროპული და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.

შეხვედრისას ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი შეაფასა, და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის დროს განხილულ საკითხებს ვაშინგტონში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. ბრიჯიტ ბრინკმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის განსაკუთრებულ როლზე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. მხარეებმა ამერიკასა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს.