ქუვეითის შსს - ქუვეითში დაკავებული ისლამისტური დაჯგუფება იარაღს უკრაინაში ყიდულობდა

ქუვეითის შსს - ქუვეითში დაკავებული ისლამისტური დაჯგუფება იარაღს უკრაინაში ყიდულობდა

ქუვეითში დაკავებული ისლამისტური დაჯგუფება იარაღს უკრაინაში ყიდულობდა. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ამის შესახებ ქუვეითის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. 
უწყების ცნობით, დაკავებულია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი ჯგუფი, რომელსაც ლიბანის მოქალაქე ვინმე უსამა ჰაიათი ხელმძღვანელობდა. დაკითხვის დროს მან აღიარა, რომ ტერორისტებისთვის განკუთვნილ იარაღს უკრაინაში ყიდულობდა, შემდეგ კი, თურქეთის გავლით სირიაში აგზავნიდა.
სააგენტო "ესოშიეითედ პრესი" წერს, რომ საუბარია ჩინური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს FN6-ზე, რომელიც დაბალ სიმაღლეებზე თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების განადგურებისთვისაა განკუთვნილი.
ლიბანელმა ექსტრემისტმა ასევე დაადასტურა, რომ ჯგუფის დაკავეუბულ წევრებთან "ისლამური სახელმწიფოსთვის" ახალი მებრძოლებს იბირებდა, ტერორისტებისთვის თანხებს აგროვებდა, რომელსაც შემდგომში, თურქეთში, მათ საბანკო ანგარიშზე რიცხავდა. 
ადგილობრივი სააგენტო "კუნას" ცნობით, დაჯგუფებაში ქუვეითის მოქალაქე, 5 სირიელი, ორი ავსტრალიელი და ეგვიპტელი შედიოდნენ.