დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკები" ახალ ვიდეორგოლს ავრცელებენ, რომელშიც თეთრი სახლის აფეთქებით იმუქრებიან. ამის შესახებ "ფოქსნიუსი" იუწყება.
"ჩვენ მივიღეთ "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდისტული ვიდეოს ფრაგმენტები, რომელშიც ორი უცნობი მამაკაცი აშშ-ს ემუქრება და აცხადებენ, რომ საფრანგეთი პირველი იყო, მომდევნო ვაშინგტონი იქნება", - აცხადებს ტელეკომპანია.
მედიასაშუალების მიერ ნაჩვენებ ერთ-ერთ კადრში ჩანს წვერებიანი მამაკაცი ავტომატით ხელში, რომელიც აშშ-ს თეთრი სახლის აფეთქებით იმუქრება.
ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისთვის გავრცელებული ვიდეოს ნამდვილობის გადამოწმება მიმდინარეობს.