ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარეობს მიწისქვეშა სამუშაოები, მაღალი ხარისხის პოლიეთილენის მილების მონტაჟი, სათავე ნაგებობის, სატუმბო სადგურებსა და რეზერვუარების მოწყობა. სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ადგილობრივმა მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე დაესწრო. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელება ჯუმათის ტერიტორიული ერთეულის წყალმომარაგების პრობლემას საბოლოოდ მოხსნის. სამუშაოების ნაწილი მიმდინარე წელს, ხოლო ნაწილი 2016 წლისთვის დასრულდება. მომავალი წლიდან ჯუმათის ტერიტორიულ ერთეულში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც დაიწყება,“ - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. ჯუმათის წყალმომარაგების პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოების სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 1 085 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ ბილდინგ დეველოპერი“ ასრულებს. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.