"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები, ანტალიაში "დიდი ოცეულის" სამიტის დროს ტერაქტებს გეგმავდნენ. ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია TRT იტყობინება.
ჟურნალისტების ცნობით, ანკარას გენერალურმა პროკურატურამ 10 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში, ეჭვმიტანილთა კომპიუტერებში აღმოაჩინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმკვლელი ტერორისტები, 15-16 ნოემბერს ანტალიის ტურისტულ კომპლექსებსა და ღამის კლუბებში ტერაქტებს გეგმავდნენ.
აღნიშნული ინფორმაცია შემდგომში შესაბამის სტრუქტურებს გადაეცა, რის საფუძველზე დააკავეს რამდენიმე პირი.
ბოლო მონაცემებით, 10 ოქტომბერს ანკარაში მომხდარი მასშტაბური ტერაქტების შედეგად 103 ადამიანი დაიღუპა.