მთავარი პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. მას ხმა საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან 13-მა მისცა.
საბჭოს ერთმა წევრმა ხმა არცერთ კანდიდატს არ მისცა. ასევე, საბჭოს მეთხუთმეტე წევრის ბიულეტენი, რომელიც არჩევნებზე არ იმყოფებოდა, გაუქმდა.
ფარული კენჭისყრის წესით, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის არჩევა უკვე დაასრულა. თითოეულ კანდიდატს კენჭი ცალ-ცალკე უყარეს.