ვიცეპრემიერმა

ვიცეპრემიერმა "პატრიოტთა ალიანსს" შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

საქართველოს ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ამბობს, რომ მზად არის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან მოლაპარაკებები გამართოს:

_ მე არ მქონია შეხვედრა მოშიმშილეებთან. პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და მოუწოდა მათ, რომ შიმშილობა შეეწყვიტათ.

‘ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ, ერთად გავიაროთ თუ არის რაიმე კითხვები ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და თუ რაიმე სახის პრობლემები არსებობდა ერთად იქნეს მოგვარებული, _ განაცხადა კახი კალაძემ „გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.’