ბარაკ ობამამ რუსეთს სირიის გადარჩენისკენ მოუწოდა

ბარაკ ობამამ რუსეთს სირიის გადარჩენისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთს სირიის გადარჩენისკენ მოუწოდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. ობამას განცხადებით, რუსეთი და ირანი არჩევანის წინაშე დგანან - მხარი დაუჭირონ ბაშარ ალ-ასადს ან დაეხმარონ სირიას მიიღოს ახალი ლეგიტიმური ხელისუფლება.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სირიაში სამოქალაქო ომი ვერ შეწყდება მანამ, სანამ ასადი არ გადადგება და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში სამშვიდობო პროცესი წარმატებით დასრულდება.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, აღნიშნული განცხადება ობამამ კანადის ახალ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან საუბარში გააკეთა. თავის მხრივ, ტრიუდომ განაცხადა, რომ კანადა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში საერთაშორისო კოალიციის წევრი კვლავ რჩება.