ხონში „ქართული ოცნების“ რაიონული ყრილობა გაიმართა, სადაც დელეგატებმა „ქართული ოცნების“ ხონის რაიონული ოფისის ხელმძღვანელად ჯემალ მებუკე აირჩიეს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.
„იმერეთში რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევა ხონით დავიწყეთ. ის ჯემალ მებუკე იქნება. სამომავლოდ რაიონული ორგანიზაციები უფრო გააქტიურდებიან და უფრო ქმედითები იქნებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.