"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სურვილი, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ვბიზალიბერალიზაციის პროცესი"

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არ შეუძლიათ გავლენის მოხდენა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გზაზე, თუმცა ამის სურვილი აქვთ.

ხადურის თქმით, მთავრობის სხდომაზე კონკრეტული გვარები იქნა დასახელებული, რომელთაც აღნიშნული პროცესის ხელის შეშლის სურვილი აქვთ.

"მე არ ვამბობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" რაიმე გავლენა აქვს. მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ვიზალიბერალიზაციის პროგრესი. არავის უთქვამს სხდომაზე, რომ მას შეუძლია ამაზე გავლენა მოახდინოს, იქ ითქვა, რომ კონკრეტული ადამიანები, გვარები იქნა დასახელებული, რომლებიც ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ ამ პროცესს", - განაცხადა ხადურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირისგან ითხოვენ, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ განაცხადა, ერვოპარლამენტარებმა ამის გამო გაოცება ვერ დამალეს.

“ერთადაერთი, ვინც ბრიუსელში, ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. ჩემს მინისტრებს დაუდასტურეს, რომ გაოცებული ვართო. მათ პირდაპირ უთხრეს, კი მაგრამ, თქვენ საქართველოს მოქალაქეები არ ხართ?! მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის აუცილებელი საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს. ამას რა უნდა დავარქვათ, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.