პოლონეთიდან ეგვიპტეში მიმავალი სამგზავრო ავიალაინერი ბულგარეთის აეროპორტ ბურგასში საგანგებოდ დაეშვა

პოლონეთიდან ეგვიპტეში მიმავალი სამგზავრო ავიალაინერი ბულგარეთის აეროპორტ ბურგასში საგანგებოდ დაეშვა

პოლონეთიდან ეგვიპტეში მიმავალი სამგზავრო ავიალაინერი ბულგარეთის აეროპორტ ბურგასში საგანგებოდ დაეშვა.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის მიზეზი გახდა ინფორმაცია ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ.

როგორც ბულგარული ტელეკომპანია "ნოვა" იტყობინება, ბომბის შესახებ 64 წლის მგზავრმა განაცხადა.

ბულგარეთში დაშვების შემდეგ, განხორციელდა მგზავრთა ევაკუაცია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კონტრტერორისტული რეჟიმი შემოიღო, რის გამოც ბურგასის აეროპორტი დროებით დაიხურა. მგზავრი, რომელმაც ბომბის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, დაკითხვაზეა გადაყვანილი.