იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

სხდომა დახურულ რეჟიმში იმართება, სადაც საბჭოს წევრები მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით, არჩევნები გაიმართება.

საპროკურორო საბჭო თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყრის კენჭს. მთავარი პროკურორობის კანდიდატი გახდება ის, ვინც ხმათა 2/3-ს დააგროვებს. ამგვარად დამტკიცებულ კანდიდატს საპროკურორო საბჭოს სახელით იუსტიცის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი საბოლოო არჩევნებისთვის პარლამენტს წარედგინება.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარადგინა.

კანონის შესაბამისად, დაცულია გენდერული ბალანსი და კანდიდატებს შორის ერთ-ერთი კანდიდატი ქალია.