იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გამოქვეყნებული დოკუმენტი შეესაბამება საქართველოს მოლოდინს, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმების გატარება.
როგორც წულუკიანი აცხადებს, პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას გააჟღერა დამოკიდებულება, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა კიდევ უფრო გაძლიერდეს.
„ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით და ბრიუსელის ვიზიტისას, პრემიერმა რამდენიმე დახურულ შეხვედრაზე გააჟღერა ის, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა არა მხოლოდ დარჩეს ძალაში, არამედ გაძლიერდეს, რომ ყველა წევრ სახელმწიფოში ჩვენ გავაგრძელოთ რეფორმები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ეს მოთხოვნა და ის ახალი დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა, პირდაპირ შეესაბამება ჩვენს მოლოდინს“, - განაცხადა წულუკიანმა.