სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, "ისლამურ სახელმწიფოზე" გამარჯვებამდე ის არ გადადგება. ამის შესახებ ასადმა იტალიურ ტელეკომპანია "რაი"-სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, სანამ ტერორისტები სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ, პოლიტიკური პროცესი წარმატებით ვერ დასრულდება. მან ტერორისტები არამხოლოდ "ისლამურ სახელმწიფოს", არამედ შეიარაღებულ ოპოზიციასაც უწოდა.
ბაშარ ალ-ასადმა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა.
"ამ საკითხში წითელი ხაზი არ არსებობს. თუ სირიელები პრეზიდენტად ამირჩევენ, მათ კარგი მომავალი ელით", - განაცხადა ასადმა.