მიუხედავად იმისა, რომ პარიზის ტერაქტების შემდეგ მოსკოვი დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მაინც გაახანგრძლივებენ. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე დეკემბერში, ევროკავშირის სამიტზე ისაუბრებენ. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის სანქციების 3-4 თვით, 6 თვით ან 1 წლით გახანგრძლივება.
გამოცემასთან საუბარში ანონიმური ევროპელი დიპლომატი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე აშშ-ისა და ევროპის პოზიციის შეცვლა ზიანის მომტანი იქნებოდა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის.
ბრიუსელი და ვაშინგტონი თანხმდებიან, რომ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა მინსკის შეთანხმებების შესრულებამდე უნდა გაგრძელდეს.