ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვენ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვენ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები -  დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცენ,- ამის შესახებ 
განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და "ნაციონალური მოძრაობა" ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მტრობაში დაადანაშაულა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მინისტრებს თავად ევროკავშირში მიაწოდეს. 
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები -  დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ბრიუსელში, ევროკავშირში, ევროპარლამენტში ითხოვდნენ, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ჩემს მინისტრებს დაუდასტურეს, გაოცებულები ვართო. მათ პირდაპირ უთხრეს, კი მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები? - მაგრამ მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ამას რა უნდა დავარქვა, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის. ეს ისე, ინფორმაციისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.