„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის მიერ სირიაში განხორციელებული მორიგი ავიაიერიშის დროს 30-ზე მეტი ტერორისტი განადგურდა.
კოალიციის ავიაიერიში სირიაში, კვლავ ქალაქ რაქში განხორციელდა, რომელიც ტერორისტების დედაქალაქად არის მიჩნეული.
სირიაში, ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე დამკვირვებლების ინფორმაციით, საფრანგეთის ბომბდამშენებმა და კოალიციის სხვა ძალებმა აიძულეს ბოევიკები ერაყში გაქცეულიყვნენ.
ცნობილია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა და ასევე დაჯგუფების სხვა ჩინოვნიკების ოჯახებმა, უსაფრთხოების მიზნით ქალაქი რაქა დატოვეს და ერაყში, ტერორისტების მიერ კონტროლირებად ქალაქ მოსულში გადაინაცვლეს.