კოპენჰაგენის აეროპორტის მესამე ტერმინალიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. როგორც გამოცემა "ინდიფენდენტი" იტყობინება, აეროპორტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტერმინალში საეჭვო ჩანთა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მგზავრთა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხო ადგილას გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
კოპენჰაგენის პოლიციაში ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა მომხდარი დაადასტურეს.
პარიზის ტერაქტების გამო, დანიამ ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა. შესაბამისი განცხადება დღეს ქვეყნის სახელმწიფო პოლიციამ გააკეთა. ანალოგიური გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იანვარში, ფრანგულ გამოცემა "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმის შემდეგაც მიიღო.