„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქათველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გახსნეს. ,,დღეს, ვიმყოფებით გურიის რეგიონში , ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც მოხდა ადგილობროვი რეგიონალური თავმჯდომარის არჩევა ეს გახლავთ ბატონი ირაკლი კუჭავა. კოალიცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ საოლქო კონფერენციების ჩატარება და ეს პროცესი გაგრძელდება. თქვენ იცით , რომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარტიის გაძლიერებაზე, პარტიის სტრუქტურულად ჩამოყალიბებაზე, ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული პრობლემები, ხარვეზები გვქონდა, რადგან სულ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებოდით, თუმცა დღეს გვაქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ პარტია სტრუქტურულად გავაძლიეროთ და მოვემზადოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებისათვის.“ - განცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კონფერენციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ