პარიზში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად შვიდი დაკავებულიდან სამი ტერორისტია

პარიზში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად შვიდი დაკავებულიდან სამი ტერორისტია

დაზუსტებული მონაცემებით, პარიზის სან-დენის გარეუბანში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად შვიდი ადამიანია დაკავებული, რომელთაგან სამი ტერორისტია. სპეცოპერაციის დროს მსუბუქად დაიჭრა ხუთი სამართალდამცველი.

საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ორი ტერორისტი დაიღუპა, აქედან ერთ-ერთმა, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა შტურმისას თავი აიფეთქა.

ანტიტერორისტული ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება და, როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დასასრულს უახლოვდება.

ფრანგული მედიის ცნობით, ტერორისტები პარიზის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბიზნეს რაიონ დეფანსში ტერაქტს ამზადებდნენ.

"პოლიცია, ანტიტერორისტული სამსახურების საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით და საზღვარგარეთიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ეძებს ტერორისტებს, რომლებიც ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ. აღნიშნული ჯგუფი თავდასხმას დეფანსის რაიონზე აპირებდა", - განაცხადა წყარომ სააგენტო "როიტერთან" საუბარში.

რადიოსადგური RTL იტყობინება, რომ მოკლულთა ან დაკავებულთა შორის არ ფიგურირებს პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი.

თემა: ტერაქტები პარიზში