ტერორისტები აშშ-ს, ევროკავშირს და ნატო-ს ემუქრებიან

ტერორისტები აშშ-ს, ევროკავშირს და ნატო-ს ემუქრებიან

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ ახალი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საფრანგეთს ახალ მუქარას უგზავნიან.

როგორც ვიდეოშია ნათქვამი, იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება სირიაში ტერორისტების პოზიციების დაბომბვა, საფრანგეთში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების სერია მხოლოდ დასაწყისი იქნება.

„მანამ, სანამ თქვენ გააგრძელებთ ჩვენს დაბომბვას, სიმშვიდეს ვერ ეღირსებით. თქვენ ბაზარში გასვლისაც კი შეგეშინდებათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ვიდეოში.

ვიდეორგოლში ისმის ასევე ექსტრემისტული მიმართვა მუსულმანების მისამართით.

„საფრანგეთო, შენ ფიქრობდი, რომ დაბომბავდი „ისლამურ სახელმწიფოს“ და მუსულმანებს დაუსჯელად და ისინი ამის წინააღმდეგ არ გამოვიდოდნენ. მე ვულოცავ მუსულმანებს ამ დალოცვილ თავდასხმას“, - აცხადებს ერთ-ერთი ტერორისტი მიმართვაში.

აღნიშნული ვიდეო დათარიღებული არ არის, მაგრამ არსებული ინფორმაციით, ვიდეო 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ არის გამოქვეყნებული. 

https://www.youtube.com/watch?v=UEm8ntl_AgU