ეს არის შეტევა ყველა იმ ღირებულებაზე, რაზეც დგას ცივილიზებული სამყარო

ეს არის შეტევა ყველა იმ ღირებულებაზე, რაზეც დგას ცივილიზებული სამყარო

ეს არის შეტევა ყველა იმ ღირებულებაზე, რაზეც დგას ცივილიზებული სამყარო და დემოკრატიული სისტემა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში განუცხადა, სადაც პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ლორთქიფანიძის განმარტებით, საჭიროა ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია.

"იუსტიციის სამინისტროს სახელით მინდა გამოვხატო მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ფრანგ ხალხს. მძიმე შეტევის ქვეშ მოექცა საფრანგეთის დედაქალაქი. ამ შემთხვევაში ეს არის შეტევა ყველა იმ ღირებულებაზე, რაზეც დგას ცივილიზებული სამყარო და დემოკრატიული სისტემა, უპირველესად ეს არის ადამიანის თავისუფლება, უფლება განკარგოს თავისი ბედი, განვითარდეს საზოგადოებაში ისე როგორც მას უნდა. აქედან გამომდინარე ეს შეტევა არის შეტევა ყველას მიმართ და მის წინააღმდეგ საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია", - აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.