ჯონ ქერი:   ჩვენ დავამარცხებთ

ჯონ ქერი: ჩვენ დავამარცხებთ "ისლამურ სახელმწიფოს"

"ისლამური სახელმწიფოს" წევრები "ფსიქოპატი მონსტრები" არიან, - ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელიც დაუგეგმავი ვიზიტით პარიზში ჩავიდა.

სახელმწიფო მდივანი სიტყვით აშშ-ის საელჩოსთან გამოვიდა, რომელიც სოლიდარობის ნიშნად, საფრანგეთის დროშის ფერებშია განათებული და საფრანგეთს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩვენ დავამარცხებთ "ისლამურ სახელმწიფოს" და ყველას, ვინც მათ ამაზრზენ იდეოლოგიას იზიარებს", - განაცხადა კერიმ.

მისი თქმით, პარიზში განხორციელებული მოვლენების გამო, ამერიკელი მაღალჩინოსნები ნოემბერის ბოლოს, პარიზში დაგეგმილ, გლობალური დათბობის სამიტში მონაწილეობას მაინც მიიღებენ.

`ჩვენს კურსს არც შევცვლით და არც ჩვენს გეგმებს გავაუქმებთ", - აღნიშნა კერიმ.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამაც დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში, ჯონ კერი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება.