ვინ გადაუხადა ლენინს - საუკუნის საიდუმლო? (ვიდეო)

ვინ გადაუხადა ლენინს - საუკუნის საიდუმლო? (ვიდეო)

 [Presage.tv]

ამ საიდუმლოს ბოლო დრომდე საგულდაგულოდ მალავდნენ ბოლშევიკები. ინფორმაციას, რომ რუსული რევოლუცია 60 მილიონი გერმანული მარკა დაჯდა. დაახლოებით 90 წლის უკან, 1915 წლის მიწურულს, დაბალი და ჩია კაცი კაიზერული გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისაღებში იდგა. ის კაბინეტის კარისკენ გაემართა.. გაცნობიერებული ჰქონდა, რომ საკუთარი ცხოვრების მიზნის განხორციელებისკენ გადამწყვეტ ნაბიჯს დგამდა. ეს მიზანი  რუსეთის იმპერიის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს ლიკვიდაცია იყო.

1919 წლის მარტში რუსეთში მეფის ხელისუფლების დამხობის გეგმა, სახელწოდებით „პარვუსის მემორანდუმი“, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინიტროში ოფიციალურად დაარეგისტრირეს. თითქმის 40 წლის განმავლობაში ამ „მემორანდუმის“ არსებობის შესახებ მხოლოდ ეჭვობდნენ.

1958 წელს კი, ის  გამოქვეყნდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ დოკუმენტებთან ერთად, რომლის სახელწოდებაც იყო „გერმანია და რევოლუცია რუსეთში 1915-1918 წლებში“ „German and the Revolution in Russia 1915—1918“. საარქივო მასალა შეკრიბა და გამოსცა ზბინეკ ზემანმა და თავისდაუნებურად მსოლფიოს კომუნისტების იდეოლოგიურ მტრად იქცა.