კარლინ ბორისენკო: მოძრაობა „ანტიფა“ აქტივისტებს მიზანმიმართულად წვრთნის იმისთვის, რომ სამართალდამცველების პროვოცირება მოახდინონ და ციხეში აღმოჩდნენ

კარლინ ბორისენკო: მოძრაობა „ანტიფა“ აქტივისტებს მიზანმიმართულად წვრთნის იმისთვის, რომ სამართალდამცველების პროვოცირება მოახდინონ და ციხეში აღმოჩდნენ

მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობა ანტიფა“, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხა, აქტივისტებს მიზანმიმართულად წვრთნის იმისთვის, რომ სამართალდამცველების პროვოცირება მოახდინონ და ციხეში აღმოჩნდნენ, - განუცხადა Fox News- ამერიკელმა ჟურნალისტმა კარლინ ბორისენკომ.

ბორისენკომ განმარტა, რომ აქტივისტების დაკავება წინასწარ იგეგმება. ამისთვის გამოყოფილია შესაბამისი რესურსები და ანტიფა“ უზრუნველყოფს, რომ დაკავების შემდეგ, თითოეული მათგანი გირაოს საფუძველზე გამოიყვანონ და ადვოკატი დაუქირაონ.

ანტიფა“ ანარქისტები არიან. მათ მთავარ მიზანს ფედერალური მთავრობის ძალადობრივი დამხობა წარმოადგენს. ამის ხაზგასმა არ შემიძლია... მყარად მჯერა, რომ ნამდვილი სამოქალაქო ომი, რომელიც წინ გვაქვს, იქნება ანტიფას“ რადიკალი სოციალისტებისა და კომუნისტების ომი ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ“, - თქვა ბორისენკომ Fox News-ის ეთერში.