"რეზონანსისა" და "ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ხელისუფლება მათზე ზეწოლას ახორციელებს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც კონტროლის პალატამ ეს ორგანიზაცია 200 000 ლარით დააჯარიმა, ნაცმოძრაობას კი მადლობები უხადა თანამშრომლობისთვის. იგივე ბედი - 200 000-ლარიანი ჯარიმა ეწია კომპანია "ქართუ მშენებელსა" და მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილს, რომელმაც "ოცნებას" 20 000 ლარი გადაურიცხა, რაც ნახევარია იმ თანხიდან, რაც მანამდე პრემიის სახით "ქართუ მშენებლისგან" მიიღო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ნაციონალებს" - მადლობა, "ქართულ ოცნებას" 200-ათასლარიანი ჯარიმები.
"კონტროლის პალატის 20 თებერვალს გაკეთებული განცხადების თანახმად, ნუგზარ ხუციშვილმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს "ქართუ მშენებელისგან" პრემიის სახით მიიღო უჩვეულოდ დიდი თანხა 40 ათასი ლარი, რაც ფაქტობრივად მისი 4 წლის ხელფასს შეადგენს, საიდანაც 20 000 ლარი პრემიის მიღებიდან 3 დღეში ბიძინა ივანიშვილისვე დაფუძნებულ მოძრაობა "ქართულ ოცნებას" გადაურიცხა. მოგელძის მტკიცებით,სახეზეა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს შემოწირულების სახლემწიფო ბიუჯეტში მიმართვას, სამართალდამღვევი პირის მიმართ კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქიების გამოყენებას. კონტროლის პალატამ მოსთხოვა "ქართულ ოცნებას", რომ კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მცდელობით მიღებული შემოწირულობა დაუბრუნოს უკან შპს "ქართუ მშენებელს". აღნიშნული განცხადების გაკეთების დღესვე, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თანხის უკან გადარიცხვაზე უარი განაცხადეს. გუშინ კი მოგელაძემ "ქართული ოცნება" 200 000 ლარით დაჯარიმა", - აღნიშნავს გამოცემა.
"როგორც, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნათია მოგელაძემ განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" უკანონოდ გადარიცხული თანხის უკან გადარიცხვაზე უარი განაცხადა, რაც კანონის უგულებელყოფაა - "შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ ნუგზარ ხუსიშვილის მიერ "ქართუ მშენებლიდან" მიღებული პრემია იყო სრულიად შეუსაბამო, როგორც მის ხელფასთან, ასევე შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან. ამდენად, სახეზეა რომ, იურიდიულმა პირმა ფიზიკური პიის მეშვეობით განახორციელა უკანონო შემოწირულობა "ქართული ოცნების" ანგარიშზე, რაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის დამრღვევ ქმედებას წარმოადგენს. შესაბამისად, როგორც ნუგზარ ხუციშვილი, ასევე "ქართუ მშენებელი" დაჯარიმდა უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით 200 000 ლარით. ასევე დაჯარიმდა "ქართული ოცნებაც" - განაცხადა მოგელაძემ. "ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან გრძელდება მათზე ზეწოლა", - დასძენს გამოცემა.
"გასათვალისწინებელია ის, რომ 2012 წლის 6 თებერვალ "ქართულმა ოცნებამ" კონტროლის პალატას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლის განხილვაც მიმდინარე წლის 2 მარტსაა დანიშნული. ამდენად, თუ 2 მარტს დაკმაყოფილდება საჩივარი და საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებაზე" არ გავრცელდება კონტროლის პალატის მონიტორინგი, მაშინ კონკრეტული პირების მოქმედებებში სამართალდაღვევების ნიშნების ძიება აზრს დაკარგავს. ამიტომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს კონტროლის პალატას და მოსთხოვეს მას 27 თებერვალს დილით დანიშნული საქმის განხილვა გადაედო 2 მარტისთვის, ანუ მთავარი სხდომის ჩატარებამდე. რაც კონტროლის პალატამ არ დააკმაყოფილა", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ უკანონოა კონტროლის პალატის დადგენილება შემოწირულობის განხორციელების კანონიერებასა და ყველა პირის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, როგორც არსებითი, ისე პროცედურული საფუძვლების გათვალისწინებით. განცხადების თანახმად, "ქართული ოცნება" აგრძელებს ბრძოლას სასამართლოში და კვლავაც შეეცდება სამართლებრივი გზით შეაჩეროს კონტროლის პალატის უკანონო ქმედებები", - წერს სტატიის ავტორი.
"ქართულ ოცნებაში" რამდენიმე დღის წინათაც განაცხადეს და და გუშინაც დაადასტურეს, რომ კონტროლის პალატის მოთხოვნას არ ეთანხმებიან, რადგან ნუგზარ ხუციშვილი კერძო, ფიზიკური პირია და მასზე გარკვეული ლიმიტის ფარგლებში შეზღუდვა არ ვრცელდება. მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ სამოქალაქო კოდექსის, ასევე პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მიხედვით, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება შესწიროს თანხა თუ ნებისმიერი სხვა ქონება მისთვის სასურველ საზოგადოებრივ ორგანიზაციას და ამ ქმედების განხორციელებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, "ქართული ოცნება", როგორც შემოწირულობის მიმღები პირი მონიტორინგის სუბიექტად იქნება გამოცხადებული თუ არა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ნათია მოგელაძე ბიძინა ივანიშვილს 600 ათასს სთხოვს / "ქართული ოცნება" ფულის გადახდას არ აპირებს.
"კონტროლის პალატის გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადების შესახებ უკანონოა და ჩვენი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა ამ ორგანოს ხელმძღვანელ ლევან ბეჟაშვილის 10 თებერვლის ბრძანების მიხედვით რამდენიმე დღეში გაიმართება... ნუგზარ ხუციშვილი მაღალკვალიფიცირებული მუშაკია, მისი ყოველთვიური ხელფასი სხვადასხვა საწარმოში ჯამურად შეადგენს 5000 ლარს. მას აქვს კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიც. მან კომპანიისგან 6 თებერვალს მიიღო პრემიის სახით 40 000 ლარი, რაც ფაქტობრივად მისი რამდენიმე თვის ხელფასის და არა როგორც კონტროლის პალატა ავრცელებს - რამდენიმე წლის ეკვივალენტია", - განაცხადა ფანჯიკიძემ, რომლის განმარტებით, ეს შემოწირულობა ხუციშვილის კანონიერი უფლებაა და სახეზეა არა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა, არამედ კანონით ნებადართული ქმედება. იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ნათია მოგელაძე გადადის ფიზიკური პირებისთვის აკრძალვების დაწესებაზე. ამ შემთხვევაში შემოწირულობა განახორციელა ფიზიკურმა პირმა და ეს მისი უფლებაა როგორც ძველი, ისე ახალი კანონით", - აღნიშნავს გამოცემა.
879
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85