სტამბულის ერთ-ერთ ბარში დღეს მომხდარი სროლების შედეგად, რომელიც უცნობმა პირმა განახორციელა, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.
შემთხვევა დღეს გამთენიისას იმ ბარში მოხდა, რომელიც სტამბულის ყველაზე დიდ რაიონში - შიშლიში მდებარეობს. გარდაცვლილია ბარის თანამშრომელი, რომელიც სროლის შედეგად გულმკერდის არეში დაიჭრა. დაჭრილები საავადმყოფოებში მოათავსეს.
პოლიციას ინციდენტის ადგილი შემოსაზღვრული აქვს. დამნაშავე მიმალულია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.