შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ,,ლაგოდეხის

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ,,ლაგოდეხის" საბაჟო გამშვები პუნქტი მოინახულა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, ირაკლი (დაჩი) ბერაია ,,ლაგოდეხის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, სადაც საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად, აღნიშნული გამშვები პუნქტი დაათვალიერა და გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, საზღვრის კვეთის პროცედურებს ადგილზე გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სტაციონარული რენტგენო ინსპექტირების სკანერის მუშაობის პროცესს დაესწრო.

კახეთის რეგიონში სტუმრობისას, უწყების ხელმძღვანელმა, ასევე მოინახულა თელავის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, სადაც მომსახურების დეპარტამენტის, საგადასახადო მონიტორინგისა და ვალის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, რეგიონებში შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან მომავალშიც გაგრძელდება.