რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ძლიერი ინსტიტუტების ინდექსის მიხედვით საქართველოს წარმატებულ რეიტინგს მედიასთან ეხმიანება.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველო არის მაღალი მიმართულებით განვითარებული ქვეყანა.
„ქვეყანა ინარჩუნებს სიმშვიდეს, ადამიანების უფლებები დაცულია. ეს არის კონკრეტული შედეგები, მაგრამ ჩვენი ამბიციური მიზანია, ეს კონკრეტული შედეგები კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდეს და კიდევ უფრო წინ ვიყოთ რეიტინგებში“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა.