რუსეთის ერთ-ერთი სამთავრობო თვითმფრინავი უკვე დაეშვა ქალაქ ანკორიჯში, სადაც ხვალ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის ერთ-ერთი სამთავრობო თვითმფრინავი უკვე დაეშვა ქალაქ ანკორიჯში, სადაც ხვალ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის ერთ-ერთი სამთავრობო თვითმფრინავი უკვე დაეშვა ქალაქ ანკორიჯში, სადაც ხვალ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება.

დღის მეორე ნახევარში მოსკოვიდან ანკორიჯისკენ კიდევ ორი სამთავრობო თვითმფრინავი გაფრინდა.

პირველზე კრემლის პრეს-პულის ჟურნალისტები იმყოფებიან, ხოლო მეორეზე, შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსული დელეგაციის ნაწილი.

პუტინი და ტრამპი ერთმანეთს ანკორიჯში, პარასკევს, თბილისის დროით 23:30 საათზე შეხვდებიან.

სამიტი ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. პოლიტიკოსები ჯერ პირისპირ ისაუბრებენ, შემდეგ - დელეგაციების მონაწილეობით, რის შემდეგაც მოლაპარაკებები სამუშაო საუზმის ფარგლებში გაგრძელდება.