თამარ ბოჭორიშვილი, "ყველა სიახლე"
16 თებერვლის ღამეს, თელავში, მსახიობ ვანო იანტბელიძის ოჯახში ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოეტ ბაადურ ბალარჯიშვილის დაკრძალვის შემდეგ თბილისიდან ჩასული რამდენიმე სტუმარი იანტბელიძემ შინ მიიპატიჟა. გზად მიმავალთ ერთ-ერთმა ავტომანქანამ სწრაფად ჩაუქროლა და გუბის ჭუჭყიანი წყლით გაწუწა, რაზეც ვანო იანტბელიძემ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა: ხომ შეიძლებოდა, ცოტა ნელა გაევლოო? ცოტა ხნის შემდეგ იანტბელიძეს ტატო გაგნიძე - "ნაციონალური მოძრაობის" თელავის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტი შინ მიუხტა და ჩხუბი აუტეხა. როგორც გაირკვა, ზემოხსენებულ ავტომანქანას მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მართავდა. გვესაუბრება ვანო იანტბელიძის მეუღლე, ქალბატონი ფიქრია ყუშიტაშვილი:
- ტატო გაგნიძე შინ თანმხლებ პირებთან ერთად მოგვიხტა. ყველაზე მეტად ის და მისი შვილი აქტიურობდნენ. ვანო დანით არის დაჭრილი სახეში. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მაგრამ ვანომ უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე. ახლა თავს კარგად გრძნობს. პოლიციამ დაგვკითხა, მაგრამ არის თუ არა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, არ ვიცი.
P.S. დააკავეს თუ არა ტატო გაგნიძე? - ამ კითხვით თელავის პოლიციის განყოფილებას მივმართეთ: - მიმდინარეობს გამოძიება და ვერ გეტყვით, არის თუ არა დაკავებული ტატო გაგნიძე, - განგვიცხადა თელავის პოლიციის მორიგე ოპერატორმა.
866
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85