"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"თუ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია, სხვა პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის არის ამერიკული პროექტი. სინამდვილეში ისეთი ვითარებაა, როდესაც ასეთი ტიპის გაერთიანებაა, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები გამოითქმება. ფასეულობათა დონეზე მის განაცხადებში დასავლური ფასეულობების ერთგულება იგრძნობა, იმიტომ, რომ საუბარია დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე, თავისუფალ ბაზარზე, მაგრამ ეს არის ფასეულობათა გარკვეულ სისტემაზე ორიენტაცია. ივანიშვილი არის პროდასავლური, მაგრამ ორიენტაცია არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ვიღაცის მსახური იყოს. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ასეთი მსახურები მრავლად გვყავს. ივანიშვილი შეიძლება იყოს პარტნიორი დასავლეთის და არა მსახური", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: "ივანიშვილი სააკაშვილის ჩანაცვლებას არ აპირებს".
"რაც შეეხება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ჯერჯერობით პოლიტიკური პროცესი აქტიურ ფაზაში არ გადასულა. თუმცა საზოგადოება ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა, იგივე ახალი წლის წინ მიღებული კანონის - პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ - შემდეგ. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი გარკვეულწილად მიდის, მაგრამ ხელისუფლებამ, რომლის ხელშიც არის როგორც საპარლამენტო პულტები, ასევე სხვა ინსტრუმენტები, ეს საკითხი თითქმის დახურა. მე ვფიქრობ, რომ ამაზე კიდევ ბევრი საუბარი იქნება, თუმცა საეჭვოა, რომ ხელისუფლებამ, საარჩევნო გარემო გააუმჯობესოს. მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ. როგორც გვერდიდან ვხედავ, პოლიტიკური ძალები აკეთებენ მხოლოდ განაცხადს. ისინი ამბობენ - ვიბრძვი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის, მაგრამ რომც არ გაუმჯობესდეს გარემო, ჩვენ მაინც წავალთ თუნდაც ამ უსამართლო გარემოში და მაინც მივაღწევთ წარმატება - ეს, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი განაცხადია - თუ საზოგადოება იქნება აქტიური, რაც არ უნდა შეეცადოს ხელისუფალი, გამარჯვებას ქართველი ხალხი მაინც მოიპოვებს, რაც არ უნდა გაუსაძლისი გარემო იყოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"ვფიქრობ, თუ ეს პროცესი სწორად წავიდა, ხელისუფლების დამარცხება, უბრალოდ, გარდაუვალი იქნება. რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მაღალი აქტივობა არის ფაქტობრივად ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავს მასობრივ გაყალბებას და შედეგი იქნება მიღწეული. ხალხი არის ხელისუფლების წყარო. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალა, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაუძლებს, რაც არ უნდა სასტიკი და დაუნდობელი იყოს. ჩვენ ამის ბევრი მაგალითი ვნახეთ ბოლო წლებში... შეიძლება მეც მქონდეს გარკვეული კითხვები, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარტივი საკითხი არ არის პოლიტიკური პროცესის ორგანიზება - სულ სამი თვეა, რაც ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა. მას ამ პროცესის ორგანიზებისთვის დრო სჭირდება, ამისთვის უზარმაზარი სამუშაოებია ჩასატარებელი. ეს არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც გამოვა, გაკეთებს განცხადებას, გააჩენს იმედებს და მერე დიდ იმედგაცრუებას. რა თქმ უნდა ძლიან ბევრი, რუტინული სამუშაოა შესასრულებელი.მ ქართველი ხალხი, საერთოდ სულსწრაფია და ყველაფერი სწრაფად უნდა. სამწუხაროდ ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სწრაფად დაწყებული საქმე სწრაფადვე ცუდად მთავრდება", - განმარტავს ექსპერტი.
"ბიძინა ივანიშვილი სისტემური ადამიანია და მოკლევდიანი ემოციური გათვლებით არ მოქმედებს. მეჩვენება, რომ არც ბიზნესში მოქმედებდა ემოციური გათვლებით, მით უმეტეს არც პოლიტიკაში იმოქმედებს გამომდინარე იქიდან, რომ ესმის ჩვენი ხელისუფლების რეალური, საკმაოდ სახიფათო ბუნება. ასე რომ, ვფიქრობ ესეც სწორი გათვლაა, რო ყველაფერი უნდა აკეტო აუჩარებლად და საფუძვლიანად., რომ მიიღო შედეგი და არა დაიძახო ლოზუნგი და მერე ვერ შეასრულო. ჩვენ მსგავსი პერიოდები გვინახავს და არცთუ კარგად დამტავრებულა. ივანისვილი სხვა გზით მიდის და ვფიქრობ, ეს გზა სწორია", - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.
"მე მგონი ივანიშვილის პოზიცია ცალსახაა - მისი ერთ-ერთ მ,ტავარი ამოცანაა საქართველოს გამთლიანება - არა ტერიტორიების დაბრუნება, არამედ საქართველოს გამთლიანება, აფხაზებისა და ოსების რეინტეგრაცია ქართულ სივრცეში. თუ ამ ტერიტორიების დაბრუნების გეგმებზე ვისაუბრებთ, მგონი, საქართველოში არც არსებიობს ადამიანი, რომელიც დადებს ამ გამთლიანების ფრომულას - ეს არის პროცესი. თუ ეს საერთოდ შესაძლებელია, მას ამის რესურსი აქვს. ხოლო თუ ვინმეს აქვს ასეთი კითხვა, როომ ივანიშვილს სურს თუ არა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება - მე ვფიქრობ, ძალიან არასერიოზული კითხვაა", - აცხადებს ექსპერტი და შეკითხვას - "რამ გააჩინა ამდენი კითხვის ნიშანი ივანიშვილის პოლიტიკურ ძალასთან მიმართებაში. რესპუბლიკელების გაურკვეველმა პოზიციამ რიგ საკითხებთან მიმართებაში, იგივე კონფედერაციის მონახაზმა?" - პასუხობს:
"მე არ ვფიქრობ, რომ ამდენი უნდა ვილაპარაკოთ რესპუბლიკელებზე. მე ვფიქრობ, ძალიან უტრირებულია. ჩემი აზრით უფრო მეტი ბრალდებათ რესპუბლიკელებს, ვიდრე რეალურად აშავებენ. ეს გარკვეული უსამართლობაა ქართველი საზოგადოებსი მხრიდან რესპუბლიკელების მიმარტთ. მაგრამ არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს ასეთი მისწრაფებები ჰქონდეს. მისი პოლიტიკური დიაპაზონი იმაზე ფართოა კიდევ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ივანიშვილის დიაპაზონი არის განუზომლად უფრო დიდი, ვიდრე თუნდაც რესპუბლიკელების. ასეთი პირდაპირი ანალოგიები არც იქნებოდა სწორი. ბიძინა ივანიშვილი არ უდრის რესპუბლიკელებს. ისინი მისი პოლიტიკური პარტნიორები არიან - ეს კარგია, მაგრამ მისი მოქმედების არეალი და მისი მოქმედების ტექნოლოგიები კი არ უდრის რესპუბლიკელებს, არამედ მოიცავს მათ და მნიშვნელოვნად აფართოებს".
732
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85