Gio Rgashvili's ბლოგი, "კვრისპალიტრა.გე"
დიდი ხანია არაფერი დამიწერია. არაფერი ხდებოდა ჩემთვის საინტერესო. პოლიტიკაში ყველაფერი ძველებურად არის, ერთადერთი სიახლე ბიძინა ივანიშვილი და მისი მომავალი პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია გახლდათ, თუმცა არც ამაზე ვაპირებდი არაფრის დაწერას. საერთოდაც, ალბათ კიდევ კარგა ხანს არ შეგაწუხებდით ჩემი პოსტებით, რომ არა მიშა სააკაშვილი... ასეა, უნდა ვაღიარო, რომ სააკაშვილი ჩემი ინსპირატორია!
დღეს მიშამ კიდევ ერთი საავადმყოფო გახსნა, ამჯერად ცაგერში.
მიშას აქამდეც ბევრი საავადმყოფო გაუხსნია (რიგში კიდევ ათობით საავადმყოფო დგას) და კაცმა რომ თქვას, არც ამ საავადმყოფოს გახსნა იყო სხვა საავადმყოფოების გახსნისგან გამორჩეული. აქაც, ისევე როგორც სხვაგან, ჯერ ახლადაშენებული საავადმყოფო შემოიარა, მერე პაციენტი ინახულა, შემდეგ ხალხს მიმართა. მიმართვა, ტრადიციულად, მიშას მთავარი იმედის, "იმედის" პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
ხო, პაციენტის მონახულებაზე მინდა პატარა კომენტარი გავაკეთო. ალბათ კარგად გახსოვთ ბაღდათის ახალი საავადმყოფოს გახსნისას ”ჩაცმულ - დახურული” პაციენტი, რომელზეც სოციალურ ქსელებში კარგად იხალისეს. როგორც ჩანს ამჯერად სააკაშვილმა ხალხის აზრი გაითვალისწინა. პაციენტს, რომელიც მიშამ დღეს მოინახულა, როგორც თავად სააკაშვილი იტყოდა, ”ჩასაფრებული ადამიანები” ვერაფერს დაუწუნებენ...
საავადმყოფოს გახსნა, პაციენტების მონახულება, სიტყვით გამოსვლა, მიშა გადის ხალხში...ამ წინადადების ”Ctrl C - Ctrl V” სრულად აღწერს მიშას ვიზიტებს ამა თუ იმ რეგიონებში, სადაც ის საავადმყოფოებს ხსნის ხოლმე, თუმცა ამ ერთფეროვნების მიუხედავად, სააკაშვილის ყოველი ახალი საავადმყოფოს გახნსნა ძალიან საიტერესოა, რადგან სიტყვით გამოსვლისას ის ყოველთვის ამბობს მინიმუს 3-4 საინტერესო ფრაზას, რომლის მოსმენისთანავე პოსტის დაწერის სურვილი მიჩნდება. როგორც ზემოთაც ავღნიშნე, ბოლო პერიოდში მიშა ხშირად ახსენებს ე.წ. ”ჩასაფრებულ ადამიანებს”. ვაღიარებ, მე სწორედ ასეთი ვარ და არ მესმის, როგორ არ უნდა ჩავუსაფრდე მის გამოსვლებს, როდესაც მისი ომახიანად წარმოთქმული ფრაზების მოსმენა ისევე მომწონს, როგორც Muse-ის შესრულებული ”Feeling Good”...
დღევანდელ დღეს დავუბრუნდები... მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ცაგერში საავადმყოფო გახსნა, ”სიტყვას მოაყოლა” საკუთარი მთავრობის ქება-დიდება და ომახიანად ისაუბრა ქვეყნის აღმშენებლობაზეც.
აი რა თქვა ცაგერში, მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას:
"ჩვენი ქვეყანა მიდის წინ! რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან არ სიამოვნებს! ეს არის ხალხი, ვინც სხვადასხვა ფორმით, ხან ერთი დროშის ქვეშ, ხან მეორე ლიდერის ქვეშ (რა მაგარია! - მიშამ ისიც კი იცის, ვინ რომელი ლიდერის ქვეშ არის! :), ხან მესამეს ქვეშ (ღმერთო ჩემო, ეს უკვე გარყვნილებაა :) იკრიფება ერთი და იგივე ძველი სახეები (მიშა, იკრიფება ყურძენი, იკრიბება ხალხი), ერთი და იგივე უკვე მოწყენილი, დაღვრემილი შესახედაობის, პოლიტიკურად მუმიფიცირებული... ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში ჩააბნელა საქართველო, ვინც ათწლეულების განმავლობაში ძარცვავდა საქართველოს, ვინც საზრდოობდა იმით, რომ ყველა დანარჩენი იყო ღარიბი და ამ ხალხს რა თქმა უნდა, არ სიამოვნებს აღმშენებლობა".
პატივცემულო მკითხველო, ხშირად მსმენია, რომ სააკაშვილი, მაგალითად, სამეგრელოში ვიზიტისას მის მეგრულ წარმოშობას, იმერეთში ვიზიტისას - იმერულ წარმოშობას, გურიაში ვიზიტისას კი გურულ წარმოშობას ”იბრალებს”, თუმცა მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ სააკაშვილი წარმოშობით კახელია, რადგან ჩვენ, კახელებს გვახასიათებს პირდაპირობა. მხოლოდ წარმოშობით კახელი პოლიტიკოსი ”შეამკობდა” პოლიტიკურ მეტოქეებს ისეთი სიტყვებით, როგორიცაა ”პოლიტიკურად მუმიფიცირებულები”, ”დაღვრემილები”, ”მოწყენილები” ...
"დაღვრემილებსა" და "მუმიფიცირებულებზე" გოკა გაბაშვილის კომენტარი გამახსენდა, როდესაც მან ივანიშვილის მომავალი პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შემადგენლობაზე ისაუბრა. "როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენ ვერ ვნახეთ ვერანაირი სიახლე ამ გუნდში. არის ნაწილი ბურჯანაძის ყოფილი ხალხი, ნაწილი ნოღიადელის პარტიის ხალხი და ხაინდრავას ყოფილი თანამშრომლები, იგივე ძველი ოპოზიციური სპექტრი ძველი იდეებით და გაცვეთილი სახეებით" - განაცხადა გაბაშვილმა.
გოკა ბატონო, ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ ივანიშვილის ბოლო დროინდელი პოლიტიკური აქტივობებით, თუმცა ერთი რამის თქმა კი თამამად შემიძლია: - ყველას ვერ ექნება ისეთი "მოვლილი" სახე, როგორც მამათქვენს აქვს, რომელიც ჯერ შევარდნაძის ხელისუფლების "სახე" იყო და შემდეგ არც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის "გაცვდა".
როგორც ჩანს ხელისუფლება ოპონენტებთან საუბრის ახალ ლექსიკონს "ამუღამებს", თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, "ლეიბორისტების" ლექსიკასთან მათ მიერ გამოთქმული ეპითეტები ახლოსაც ვერ მოვა.
825
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85