არჩევნების მოახლეობას უცნაურად დაემთხვა მუნიციპალიტეტების და სოფლის რწმუნებულების ხელფასების მატება.
“ჩვენი შეპირებისამებრ ვზრდით მუნიციპალიტეტების რწმუნებულების ხელფასებს” – გამოუცხადა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილმა საკრებულოს წევრებს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ საქმე არა ბარათაშვილის, არამედ სააკაშვილის “შეპირებასთან” გვქონდა.
2012 წლის 30 იანვრის პრეზიდენტის ¹70-ე ბრძანების თანახმად ცვლილებები შევიდა საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების შესახებ 2005 წლის ¹726-ე ბრძანებაში.
ცვლილების თანახმად, თბილისის და ბათუმის გარდა, ყველა თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი იზრდება. ზრდა კი განსაკუთრებულად მუნიციპალიტეტების და სოფლების რწმუნებულების ხელფასებს შეეხოთ.
“მუნიციპალიტეტების რწმუნებულებს დაახლოებით 400 ლარი ქონდათ ხელფასი. ამ თვის ჩათვლით კი, 800 ლარი ექნებათ. ვფიქრობ, რომ რწმუნებულები ქალაქისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ის, რომ მათი დახმარებით პრობლემები ხშირად ადგილზე წყდება, მისასალმებელია” – უხსნიდნენ რუსთავის საკრებულოს წევრები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს.
პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მუნიციპალიტეტების რწმუნებულების ხელფასების ზედა ზღვარი 800 ლარი გახრა, ხოლო 700 ლარით განისაზღვრა სოფლის რწმუნებულების სახელფასო სარგოს ზედა ზღვარი.
“რწმუნებულები, როცა პრობლემა გვაქვს პირდაპირ მერიაში გვაგზავნიან. ნებისმიერ საკითხზე ასე ხდება. თუ ყველა შემთხვევაში მერიაში უნდა მივიდეთ და საქმე იქ გავარკვიოთ, რა საჭიროა მუნიციპალიტეტი და მისი რწმუნებული?! თუ, იმისთვის ჭირდებათ, რომ არჩევნებზე საკუთარ მუნიციპალიტეტზე პასუხისმგებლობა აიღონ და ნაციონალებისთვის ხმისმიმცემთა სიები წერონ?! წინა არჩევნებზე ჰქონდათ ასეთი პრაქტიკა - სიებში მოქალაქის პირადობის მონაცემების გვერდით მისი ნომერიც ეწერათ. არჩევნების დღეს კი, ტელეფონს დილიდან უფეთქებდნენ, არიქა, არ დაგვღუპო, მიდი უბანზეო - ეხვეწებოდნენ” – საუბრობს რუსთაველი, დოდო ჩხეიძე.
ჩხეიძე დღეს უმუშევარია. ამბობს, რომ მეზობლები სადარბაზოს მამასახლისობას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი უთხრა. ”უარი ვთქვი, რადგან ამ შემთხვევაშიც არჩევნებზე მეზობლების მობილიზაცია დამჭირდებოდა” - ამბობს ჩხეიძე.
მუნიციპალიტეტების და სოფლის რწმუნებულების ხელფასების ზრდაზე წერენ სხვა რეგიონების ჟურნალისტებიც. ინტერნეტ გაზეთი “ქიზიყის” ინფორმაციით, რწმუნებულებისთვის ხელფასების გაზრდის გარდა სხვა სიახლეებიცაა, კონკრეტულად კი, თუ თებერვლამდე საკრებულოს წევრები საწვავის და კომუნიკაციისთვის სპეციალურ ტალონებს იღებდნენ, ამიერიდან ისინი მსგავსი სახის ხარჯებისთვის არა ტალონებს, არამედ შესაბამისი ოდენობის თანხას მიიღებენ.