"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას ჩემთვის იმედი ნამდვილად არ გაუცრუებია. ქართველებს მაქსიმალიზმი გვახასიათებს და ვინც უნდა ყოფილიყო დასახელებული ამ ჯფუფში, ის ყველასთვის მისაღები მანიც არ იქნებოდა. მთავარი ისაა, რომ ამ შემადგენლობაში მე ვხედავ ლოგიკას - აქ არც ერთი პოლიტიკოსი არ არის! ეს არის პასუხი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. პოლიტიკოსებმა საზოგადოებას არაერთხელ გაუცრუეს იმედი", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცისკარიშვილი: "ივანიშვილის კოალიცია კიდევ უფრო გაიზრდება".
"საკუთარ პროფისიაში წარმატებული ადამიანები უფრო მეტ ნდობას იმსახურებენ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები მაღალი მოქალაქეობრივი ღირსებებით გამოირჩევიან. ასევე ნუ დავივიწყებთ, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ჯგუფი, რომელიც ივანიშვილის პარტიას მომავალში გამოადგება. ისინი იქნებიან მისი იდეების გამავრცელებლები და მხარდაჭერის მომპოვებლები. აქ არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ეს კი ვიღაცებს მათი გაქილიკების საბაბს არ აძლევს. ეს ქილიკი სახელისუფლებო აგიტატორების დაკვეთილია. უბრალოდ, საწყენია, როცა სინდისგაცვეთილი პოლიტიკოსები ვინმეს გაცვეთილ სახეებზე საუბრობენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"მე ვერ წარმომიდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილი ვინმეს "ტყვეობაში" იყოს. ასე იოლად ის სხვისი გავლენის ქვეშ არ მოექცევა და ვერც ამხელა წარმატებას მიაღწევდა. მას უფრო იოლად შეუძლია სხვისი გული მოიგოს, ვიდრე სხვის ახირებას დანებდეს. ამიტომ არის, რომ პირადად მე მისი თავისუფლების ხარისხში ეჭვი არ მეპარება. სამაგიეროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის თავდაჯერებულობა მაკვირვებს. ვიღაცები ამბობენ, რომ მხოლოდ ის აკმაყოფილებს ივანიშვილის პოლიტიკურ გემოვნებას. ასეთი განცხადებები ხშირად ისმის მაშინ, როცა კოალიცია გაფართოებას იწყებს. კოალიციის ყოველი ახალი წევრი აცხადებს, რომ ამ კოალიციაში სხვა აღარავინ შევა. რა თქმა უნდა, კოალიცია გაფართოვდება. როგორც კი ამომრჩევლებთან დაიწყება შეხვედრები, ძალიან საინტერესო კონფიგურაციებს ვიხილავთ", - დასძენს პოლიტოლოგი და შეკითხვას - "დღეს აქტიურად მიმდინარეობს საუბარი მესამე ძალაზე. როგორ გგონიათ, ეს დადებითი მოვლენა იქნება თუ უარყოფითი და რა შემთხვევაში შეიძლება მესამე ძალამ დადებითი როლი შეასრულოს?" - პასუხობს:
"ამას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისება ექნება. დადებითი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის იმედგაცრუებულთა ნიშას შეავსებს. მხედველობაში ის ელექტორატი მყავს, რომელიც თავს არ მიიჩნევს პროდასავლელად, პრორუსულად, პრონატოურად - ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი თავი ადარდებს. ამ შემთხვევაში მესამე ძალა იქნება სწორედ ის ცენტრი, რომელიც გარეთ გამოსვლას იმ ხალხს აიძულებს, ვისაც არჩევნებზე შინ დარჩენა აქვს გადაწყვეტილი... რაც შეეხება კუკავასა და ბურჯანაძეს, მათ ხალხი ინდივიდუალურადაც კარგად იცნობს და ხალხის გამოყვანას იმ შემთხვევაშიც მოახერხებენ, თუ კოალიციას არ შექმნიან".
741
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85