ლიცენზირებული „სოფტების“ გამოყენების უპირატესობა

ლიცენზირებული „სოფტების“ გამოყენების უპირატესობა

„მომხმარებელი არ უნდა ყიდულობდეს კომპიუტერს თუ ის უზრუნველყოფილი არ არის ლიცენზირებული პროგრამებით“

საქართველო მეკობრული „სოფტების“ გამოყენების თვალსაზრისით ლიდერთა შორისაა. რატომ ამჯობინებს ქართველი მომხმარებელი „პირატულ“ პროგრამებს და როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები კომპიუტერული პროგრამების მწარმოებელმა კომპანიებმა, გვესაუბრება ITკომპანია „დპა“-ს გაყიდვების დირექტორი ზაზა ჯაველიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით სტატისტიკა არ არსებობს და ეს მოსაზრება ძირითადად ეფუძნება IT კომპანიების მოძიებულ ინფორმაციას, საქართველო, მართლაც ერთ-ერთი ლიდერია მეკობრული უზრუნველყოფის გამოყენების თვალსაზრისით. რეგიონში კი, ამ კუთხით მოწინავე პოზიცია უკავია. დღეს ეს თემა საკმაოდ აქტუალურია. არა მხოლოდ ქართველი მომხამრებელი, არამედ მსხვილი ქართული კომპანიები და სახელმწიფო სტრუქუტრებიც კი, პირატული პროგრამების გამოყენებას ამჯობინებენ. ნათელია, რომ ფიზიკური პირების 100 პროცენტი მეკობრულ პროგრამების მოხმარებელია.

რა არის ამის მიზეზი და როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები კომპიუტერული პროგრამების მწარმოებლებმა? აღნიშნული პრობლემის  ერთ-ერთი მიზეზი ალბათ  ლიცენზირებული პროდუქციის სიძვირეა...

- დპა კომპანიაა, რომელიც აქტიურად უწევს პოპულარიზაციას, რათა მომხარებელმა შეიძინოს ლიცენზირებული პროდუქცია. ლიცენზირებული პროგრამებით უზურნველყოფა  მნიშვნელოვანია თავად კომპანიებისა თუ ორგანიზაციების უსაფრთხო მუშაობისთვის. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი მართლაც იყოს ლიცენზირებული პროგრამების სიძვირე, თუმცა მიმაჩნია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მომხარებლის სწორად ინფორმირებაა, ანუ მან იცოდეს თუ  რატომ უნდა იყოს ლიცენზირებული პროგრამა, იცოდეს რა უპირატესობა ახასიათებს და განასხვავოს პირატული პროგრამისგან არჩევანის გაკეთებისას. მან უნდა გააცნობიეროს რომ ეს არის ინტელექტუალური საკუთრება, რომელის შესაქმნელად მწარმოებელი კომპანიები ხარჯავენ დროს, ენერგიასა და თანხას. აუცილებელია მომხარებელმა ამისთვის თანხა გადაიხადოს. საცალო ბაზარზე ამ იდეის პოპულარიზაცია საინფორმაციო კამპანიების წარმოებით უნდა მოხდეს.

გარდა იმისა, რომ ეს არის ინტელექტუალური საკუთრება, თავის მხრივ მომხარებელმა უნდა იცოდეს, რომ ის სანაცვლოდ აუცილებლად მიიღებს ტექნიკურ სარგებელს. ლიცენზირებული პროგრამები 30 პრონცეტით უფრო სწარაფად და ხარისხიანად მუშაობს, ვიდრე „პირატული“. რაც შეეხება, კორპორატიულ ბაზარს, კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანია იცოდნენ, თუ რა სარგებელი აქვს ლიცენზირებულ პროგრამებს, თუნდაც ადამიანური რესურსის ხარჯის შემცირების მხრივ, ის აიტი  სპეციალისტი, რომელიც ემსახურება კომპიუტერს, საკმაოდ ნაკლებ დროს ხარჯავს ლიცენზირებული პროგრამების არსებობის შემთხვევაში. გარდა ამისა, უნდა იცოდნენ, რომ მეკობრული პროგრამული უზრუნველყოფის შემთხვევაში, ისინი მუდამ საფრთხის წინაშე დგანან, მთავარი არგუმენტი მაინც არის დაცულობა. გარდა ამისა, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დაკარგონ. ლიცენზირებული პროგრამების გამოყენების  შემთხვევაში დაცულია თქვენი კომპიუტერი, ზოგავთ დროს, რადგან აღარ გჭირდებათ დაუსრულებლად ხელახლა ინსტალირება, თქვენ ღებულობთ ყველა სიახლეს, რაც მოდის ვინდოუსზე.

მხოლოდ საინფორმაციო კამპანიებით და ასეთი  მიდგომებით, შესაძლოა დაიცვან საკუთარი უფლებები კომპიუტერული პროგრამების მწარმოებელმა კომპანიებმა, ანუ ამისთვის აუცილებელია ჯერ საზოგადოება იყოს მომზამდებული, ხოლო შემდეგ არჩევანს თავად მოხმარებელი გააკეთებს.

მთავარი პრობლემა მიანც ის არის, რომ მწარმოებელი კომპანიები ბაზარზე ღიად არ არიან წარმოდგენილი, ანუ მომხარებელმა არ იცის, სად შეიძინოს ლიცენზირებული პროგრამები და ვის მიმართოს?

- მთელ მსოფლიოში  სტრატეგია ასეთია -  თავად სავაჭროს ქსელები ახდნენ ლიცენზირებული პროგრამების პოპულარიზაციას. ეს მათ ინტერესშიც შედის. ამიტომ, საამისოდ უნდა გაიმართოს საინფორმაციო კამპანიები. მომხმარებელი  დარწმუნებულია, რომ  ყველა პროგრამა აუცილებლად უნდა მოყვებოდეს კომპიუტერს და მის თვითღირებულებაში უნდა შედიოდეს, არც კითხულობს, ლიზენზირებულია თუ არა ესა თუ ის პროგრამა. საზოგადოებაში არ არის ინფორმაცია ლიცენზირებული პროგრამების უპირატესობის შესახებ. მომხმარებელი არ უნდა ყიდულობდეს კომპიუტერს თუ ის უზრუნველყოფილი არ არის ლიცენზირებული პროდუქციით.

როგორია სახელმწიფოს ნება?

- ამ მხრივ მთავრობის მხარდაჭერა არსებობს შესაბამისი კანონმდებლობის სახით. თუმცა ჯერჯერობით არ ხორცილედება ინტენსიური აღსრულება. ალბათ, დრო გვჭირდება, რომ დაიწყოს ამ კანონის მოთხოვნების შესრულება. მომხმარებელმა კი უნდა გაითავისოს როცა ის არალიცენზირებულს ყიდულობს და არ იხდის შესაბამის სარგებელს კანონმდებლობას არღვევს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბაზარი ნელ-ნელა ემზადება ლიცენზირებისთვის. ლაპარაკია მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებზე, ამიტომ მათი არქონა ხელს უშლის ქვყენაში ამ სეგმენტის განვითარებას. ამიტომ ამ ეტაპზე, ლაპარაკია მხოლოდ სახელმწიფოსა და მსხვილ ბიზნესორგანიზაციებზე, რომლებმაც უნდა მოახდინონ ლიცენზირებულ პროდუქტებზე გადასვლა. მეორე ეტაპზე უკვე შეიძლება საცალო სექტორზე საუბარიც.