პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის თაობაზე ეროვნული ბანკი “ფორსირებულ რეჟიმში” მუშაობს. კომერციულ ბანკებს შიდა კონტროლის წესს სასწრაფოდ მიღებას ავალდებულენ, ხოლო აუდიტორებს და ბუღალტრებს ინფორმაციის მიწოდებას.
კომერციული ბანკების შემდეგ პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენა აუდიტორებსა და ბუღალტრებს დაევალათ. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანებით, ბუღალტრებს და აუდიტორებს ევალებათ, გამოარკვიონ, მათი კლიენტი მიეკუთვნება თუ არა პოლიტიკურად აქტიურ პირს და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ვალდებული არიან ინფორმაცია მაკონტროლებელს მიაწოდონ.
ბრძანების მიხედვით, პოლიტიკურად აქტიურ პირთან ურთიერთობისთვის ნებართვა ხელმძღვანელობისგან უნდა აიღონ. ასევე, მიიღონ ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად და განახორციელონ გაძლიერებული მონიტორინგი.
პროფესიონალი აუდიტორები არ მალავენ, რომ ამ ინიციატივით კმაყოფილები არ არიან. ისინი გაურკვევლობაში არიან და ვერ ხვდებიან თუ როგორ უნდა განხორციელდეს მათი მხრიდან პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენა. მით უფრო, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილებაში ბევრი დეტალი დაზუსტებული და ცალსახა არ არის.
პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში კი აცხადებენ, რომ კონსულტაციები ბრძანების გამოცემამდე ეროვნულ ბანკთან არსებულ ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან გაიარეს. ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ასეთი პრაქტიკა საერთაშორისო ასპარეზზეც არსებობს, თუმცა ლავრენტი ჭუმბურიძის თქმით, ბევრი დეტალი მაინც გაურკვეველია.
მისი თქმით, ბრძანებაში მითითებულია, რომ საკითხი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეხება, თუმცა პირთა ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ შესაძლოა ის ადგილობრივებზეც გავრცელდეს.
ამასობაში კომერციულ ბანკებს, კიდევ უფრო დაუმძიმეს პირობები, რომელიც სწორედ პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენას შეეხება. თუკი ესა თუ ის ბანკი შიდა კონტროლის წესს სასწრაფოდ არ მიიღებს და შესაბამის ინფორმაციას არ მიაწვდის ეროვნულ ბანკს (ანუ ფაქტობრივად უშიშროებას) 2000(ორი ათასი) ლარით დააჯარიმებენ.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება “კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში შევიდა და აღნიშნული ჯარიმა, ახალ სანქციად განისაზღვრა.საინტერესოა, რომ აღნიშნული ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა, თუმცა ნორმატიული აქტი ძალაში როგორც წესის გამოქვეყნებისთანავე შედის ხოლმე.
ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედების მიზეზი თავად ბრძანებაშია დასახელებული და ნათქვამია, რომ ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.
სხვათა შორის, შიდა კონტროლის წესი აწ უკვე გავრცელდება სადაზღვევო კომპანიებზე. “ამასთან დაკავშირებით ცვლილება” მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში შევიდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა. ცვლილებით, მზღვეველი ან მისი ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მზღვეველის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას ან აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების დაცვას, დაჯარიმდება 1 500 ლარის ოდენობით.
820
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85